10 აპრილი, 2023 10:04
გიმნაზიაში „აია-ჯესს“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
აღდგომა გვიახლოვდება და მალე ყველა ოჯახში პასკის სურნელი დატრიალდება!
გიმნაზია „აია-ჯესმა“ არ უღალატა მრავალწლიან ტრადიციებს და სკოლის ეკო კლუბის (Green Space) ორგანიზებით კიდევ ერთი სააღდგომო, საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოაწყო.
ღონისძიება სასიამოვნო ჰანგებით აია-ჯესსის კაპელამ დაამშვენა, ხელმძღცვანელი – თოვლია მიქავა. ჯადოსნური ხელნაკეთი ნივთების შექმნის პროცესი კი, Green Space-ის წევრებთან და ნინია ჯაოშვილთან ერთად წარიმართა.
გიმნაზია გამოფენაზე შემოსული თანხით, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების საერთო პროექტის – „ცოცხალი გმირები“ ფარგლებში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ვალია ვანიშვილს ესტუმრებიან.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS