გიმნაზიაში AIA-GESS ბედნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნა
20 მარტს გიმნაზიაში AIA-GESS ბედნიერების საერთაშორისო დღე აღნიშნეს!
ღონისძიება ბედნიერების საელჩოს ორგანიზებით გაიმართა და მიზნად დადებითი ემოციების, მხარდაჭერისა და თანაგრძნობის გაძლიერებას ისახავდა.
პროგრამის პირველი ნაწილი საელჩოს დეპარტამენტების პრეზენტაციებს დაეთმო, სადაც მოსწავლეებმა ბედნიერების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი იდეები და ინიციატივები გაგვიზიარეს.
ღონისძიების მეორე ნაწილი მერვე კლასელთა ჩართულობით გაგრძელდა.
მათ ბოლო ორი კვირის განმავლობაში სპეციალური მისია ჰქონდათ – გარშემომყოფების ბედნიერებაზე ზრუნვა. გაგვიზიარეს ამ პროცესში მიღებული გამოცდილება და აგვავსეს დადებითი ენერგიებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მშვიდობისა და ბედნიერების ელჩი არსენ გვენეტაძე და რედაქტორი კახა ჭაბაშვილი.
ამ დღემ გვაჩვენა, რომ მოტივაცია, ზრუნვა და გულწრფელი ურთიერთობები ბედნიერების საფუძველია – და ეს ყველაფერი AIA-GESS-ში ნამდვილად იგრძნობა.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ში გაეროს დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS