გიმნაზიაში AIA-GESS მეშვიდეკლასელების ინტეგრირებული პროექტი მიმდინარეობს
გიმნაზიაში AIA-GESS მეწარმეობა პრაქტიკაში მე-7 კლასელების ინტეგრირებული პროექტი მიმდინარეობს.
ბიზნეს განათლების, სამოქალაქო განათლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების გაერთიანებული პროექტის ფარგლებში, მე-7 კლასის მოსწავლეებმა გუნდებად იმუშავეს და მინი კომპანიები შექმნეს.
მოსწავლეებმა შეიმუშავეს ბრენდის ლოგო, სლოგანი და სამიზნე აუდიტორია, მოამზადეს სარეკლამო და პიარ აქტივობები, გადაიღეს ვიდეო რგოლები და შემოქმედებითად გამოიყენეს ტექნოლოგიური უნარები.
ნამუშევრები ერთმანეთს გაუზიარეს, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით შეაფასეს და ერთმანეთს კონსტრუქციული უკუკავშირიც მისცეს.
პროექტმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, თეორიული ცოდნა რეალურ სიტუაციებში გამოეყენებინათ და განევითარებინათ ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორებიცაა: გუნდური მუშაობა და დროის მართვა.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS