„ღორმუცელა უკვე გაჩუქდა“- 139-ე სკოლის პედაგოგი „გამოჭერილი სტუმრის“ შესახებ მოგვითხრობს
ორი დღის წინ, 139-ე საჯარო სკოლაში გამოცხადებულ პედაგოგებს, სკოლის ეზოში გაშენებულ „მომავლის ბაღში“ არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში დახვდათ. როგორც გავარკვიეთ, ზოგადად, გაზაფხულზე ბაღს საფრთხეები არ აკლია – ლოკოკინები, ბუგრები, მავნე მწერები მწვანილებსა და ბოსტნეულს არ ინდობენ, მაგრამ მასწავლებლებს მაშინვე გაუჩნდათ ეჭვი, რომ ეს სულ სხვა ამბავი იყო. ტერიტორიის კარგად დათვალიერების შემდეგ კი ხასხასა მწვანილებთან უზარმაზარი კუ გამოიჭირეს. „ბუდრუგანა“ – ასე დაარქვეს და ბევრი მოფერების შემდეგ მის მომავალზე ზრუნვასაც შეუდგნენ.
სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი, შორენა თამაზაშვილი EDU.ARIS.GE-ს დღეს, 8 მაისს ესაუბრა და მის მიერ გაშენებული ბაღის დაუპატიჟებელი სტუმრის შესახებ მოგვითხრო.
იხილეთ ფოტო:
„იმ დღეს ბევრი ვიფიქრეთ, თუ რა მოგვეხერხებინა კუსთვის და ასეთი იდეა გაგვიჩნდა, რომ სასწრაფოდ გაგვეშვილებინა მზრუნველ პატრონზე. ღორმუცელა, უკვე გაჩუქდა… მის ანგარიშზეა ერთი კილო ბეგონიის ფოთოლ-ღეროები, ჰოსტას მთლიანი ბუჩქი, ორი ღერი კალენდულა, ორი ძირი ვიოლა, სამი ახლადამოწვერილი ქრიზანთემა, ნახევარი ფოთოლი სტაფილოსფერი კანა და ერთი კონა ქინძი. ჩვენი სკოლის მოსწავლის მზრუნველმა მშობელმა იშვილა და ყველანი კმაყოფილები ვართ, განსაკუთრებით ღორმუცელა ბუდრუგანა“, – ამბობს პედაგოგი.
თბილისის 139-ე საჯარო სკოლაში ულამაზესი “მომავლის ბაღია” გაშენებული, რომელშიც მშობლების ხელშეწყობით მინი სათბური სასწავლო წლის დასაწყისში მოეწყო.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ by სკოლა პოლიგლოტი

