GE
11 მაისი, 2018 17:22

ინგლისურ სკოლა “ნინოში” ჩატარდა კულინარიული ღონისძიება “Master Chef”

ფოტო: dav

10 მაისს ინგლისურ სკოლა „ნინოში“ ჩატარდა კულინარიული ღონისძიება „Master Chef” მირანდა კიკალიშვილის ხელმძღვანელობით. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე-4 კლასის მოსწავლეებმა.

ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებას ინგლისურ ენაზე გააცნეს მომზადებული სალათების შემადგენლობა და მომზადების წესები. ღონისძიების ბოლოს მომზადებული სალათები დააგემოვნეს მშობლებმა და „სპეციალური კომისიის“ წარმომადგენლებმა.

სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს, ამჟამად ამავე სკოლის უფროსს მასწავლებელს, მირანდა კიკალიშვილს საინტერესო, ინოვაციური ინგლისური გაკვეთილის ჩატარებისათვის.

სკოლა ნინო