GE
25 თებერვალი, 2019 17:48

სკოლა  „ნინოს“ პირველ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე  „თებერვალი – ხეში წყალი“

2019  წლის 25 თებერვალს ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა  „ნინოს“ Iბ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე  „თებერვალი – ხეში წყალი“ .

გაკვეთილი ჩატარდა მშვიდ და სასიამოვნო გარემოში. გამოყენებული იყო მრავალფეროვანი რესურსი.

მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში. ყველა მოსწავლე კითხულობს, მოგვითხრობს კარგად, გამართულ პასუხებს სცემენ დასმულ შეკითხვებს.

განსაკუთრებით თვალშისაცემია ცოცხალი თვალსაჩინოება: იების, ყოჩივარდების, ფურუსულების, ტყემლის ყვავილის, ყლორტის, ღეროს, ფესვების მოსწავლეთათვის გაცნობა.

მოსწავლეები ასაკთან შესაბამისობაში გამართულად კითხულობენ და ჰყვებიან, მოჰყავთ მაგალითები როგორ დავიცვათ მცენარეები, ცოცხალი ბუნება.

იგრძნობა კლასში მასწავლებლის ყოველდღიური, დაუღალავი მუშაობის კვალი.

გაკვეთილმა მოწონება დაიმსახურა არა მარტო პატარებში, არამედ დამსწრე საზოგადოებაში.

სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის სკოლის დამსახურებულ, მასწავლებელს, იზოლდა ნიქაბაძეს ასეთი კლასიკური, საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარებისათვის.

სკოლა ნინო