22 თებერვალი, 2019 17:52
სკოლა “ნინოში” უცხოელი მოქალაქეებისთვის ქართული ენის წრე მოქმედებს
ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ,,ნინოში” უცხოელი მოქალაქეებისთვის წლებია არსებობს ქართული ენის წრე, სადაც გაძლიერებულად სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, მათემატიკასა და ინგლისურ ენას, სპორტს.
გარდა ქართული ენა და ლიტერატურის შესწავლისა, სკოლის დირექცია ხელს უწყობს მოსწავლეებს, ხშირად გავიდნენ, როგორც თბილისის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად, ასევე ქალაქგარეთ. მსგავსი აქტივობების საშუალებით მოსწავლეები იღრმავებენ ცოდნას საქართველოს ისტორიასა და კულტურაში.
ქართული ენის შემსწავლელ წრეს გასული წლიდან წარმატებულად ხელმძღვანელობს ახალგაზრდა ფილოლოგი, უფროსი მასწავლებელი, მეგი საბაშვილი. სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის მეგი საბაშვილს უცხოელებთან ნაყოფიერი პედაგოგიური მუშაობისათვის.