AIA GESS-ის მოსწავლეები კვლავ აშშ-ში NASA-ს კოსმოსურ ცენტრში მიემგზავრებიან
AIA GESS-ის მოსწავლეები კვლავ აშშ-ში NASA-ს კოსმოსურ ცენტრში მიემგზავრებიან. ათასწლეულის გამოწვევების ფონდმა ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. პირველ ადგილზე გიმნაზია AIA GESS-ის პროექტი “რობოტი ლაბორანტი” გავიდა. პროექტის ავტორი მოსწავლეები: ანი თეთრაშვილი, ნინი ხუნძაყიშვილი და თამარ მიქელაძე აშშ-ში NASA-ს კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრებიან და საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.
მესამე საპრიზო ადგილზე პროექტი „წყლის ფარი“ გავიდა. პროექტის ავტორი მოსწავლეები: თემურ სიმონიშვილი, მარინა გუჯაბიძე, შორენა გუჯაბიძე და დეა ილარიონოვა. ამ პროექტმა ასევე დაიმსახურა ნავთობ კორპორაციის მიერ დაწესებული პრიზი.
საერთაშორისო ბანაკის საგზური მიიღეს ჯული მუხაძემ, მარიამ ბარიაშვილმა და ნინო ბულბულაშვილმა. მათ წარადგინეს პროექტი „უნივერსალური შუქნიშანი“
ფინალურ ტურში გასულ თორმეტ პროექტს შორის ოთხი პროექტი გიმნაზია AIA GESS-დან იყო. პროექტის „მიწისძვრის რხევების კომპენსატორის“ ავტორები: გიორგი გვარჯალაძე, მარიამ ქაფიაშვილი და მამუკა წივილაძე.
მოსწავლეებსა და სტუმრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდიმ მიმართეს.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია, ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება, რომელშიც მონაწილეობა მიღებული აქვს 280 გუნდს და 1000-მდე მოსწავლეს. კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.