GE
15 იანვარი, 2021 15:42

ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში ჩაერთო ასოციაცია „ანიკას“ პროექტში „მე შემიძლია“

ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის #მეშემიძლია ფარგელბში ასოციაცია „ანიკა“ ASB Georgia-სთან პარტნიორობით განაგრძობს შეხვედრებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ ინფორმირებულობის გასაზრდელად სკოლის მოსწავლეებში.

,,ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში” თავად დაუკავშირდა ასოციაციას და გამოთქვა სურვილი კამპანიაში ჩართულობის.

“თანამშრომლობით ჩვენ წვლილი შეგვაქვს შშმ პირთა სოციალიზაციის საკითხში, მასწავლებელთა მხრიდან სწორი და სტიგმებისგან თავისუფალი მიდგომის ჩამოყალიბებაში შშმ მოსწავლეების მიმართ, თანაკლასელების მხრიდან შშმ ბავშვების მიმართ ადეკვატური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში და ინკლუზიური სასწავლო გარემოს ხელშეწყობაში.

,,ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში” ასოციაცია ანიკასთან ერთად, საგანმანათლებლო დაწესებულებებს მოგიწოდებთ თანამშრომლობისაკენ. გავერთიანდეთ ერთი დევზის გარშემო #მეშემიძლია შევქმნა ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემო”, – განაცხადეს სკოლის ადმინისტრაციაში.

Aris.ge - განათლება განათლება