GE
2 დეკემბერი, 2020 16:42

ინტერნაციონალური მაარიფის სკოლის მოსწავლეებმა პროექტი „გააცოცხლე მხატვარი“ განახორციელეს

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მთლიანი სასკოლო საზოგადოება ონლაინ რეჟიმში მუშაობს. მოსწავლეები და მასწავლებლები ერთმანეთს ინტერნეტ სივრცეში ესალმებიან, განიხილავენ ახალ და საინტერესო თემებს, ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში არ აკლებს აქტიურ მცდელობას გაკვეთილები უფრო სახალისო და შემოქმედებითი გახადოს.

პროექტი „გააცოცხლე მხატვარი“ მაარიფის სკოლის ესთეტიკის კათედრის მიერ განხორციელდა და მისი მიზანი მოსწავლეების ჩართვა, მათთვის მხატვრების ბიოგრაფიის გაცნობა იყო. ამის შემდეგ კი ისინი ვიზუალური სახით უნდა წარმოედგინათ. პროექტში მონაწილეობა სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა მიიღეს, პროცესი საკმაოდ საინტერესოდ, სახალისოდ წარიმართა.

“საწყის ეტაპზე ბავშვებმა აირჩიეს მათთვის საინტერესო მხატვარი, გაეცნენ მათ ბიოგრაფიასა და შემოქმედებას. ნაწილმა ვიზუალური სახით წარმოადგინა, ნაწილმა მათი ბიოგრაფია წაიკითხა კამერის წინ, ნაწილმა კი პორტრეტის სახით, მათი სახეები დაგვიხატა.

აღნიშნული პროექტი მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის ძალიან საჭირო და სასარგებლო აღმოჩნდა. დამოუკიდებლად ბიოგრაფიის გაცნობა, შემდეგ კი მათი ვიზუალიზაცია ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია დაინახოს მნიშვნელოვანი დეტალები ყველა ადამიანში, რაც მას სხვა დანარჩენისგან გამოარჩევს. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა მაშინ, როდესაც მხატვარს ვიზუალურად დაემსგავსნენ, მათსავით ჩაიცვეს და მათი მიმიკა გაითავისეს. თუნდაც ერთი წუთით თავი მხატვრის ადგილას წარმოიდგინეს. შეიძლება ითქვას ამან ბავშვებში ფარული სამსახიობო ნიჭიც გამოაღვიძა, რაც სამომავლოდ საშუალებას მისცემთ კიდევ უფრო თამამად მიიღონ მონაწილეობა სასკოლო აქტივობებში”, – აღნიშნა სკოლის მასწავლებელმა.

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტმა მოსწავლეებს საშუალება მისცათ უფრო მეტად დაეხვეწათ სამეტყველო ენა, მხატვრულად წაკითხული ბიოგრაფიის დროს. ყურადღების მიღმა არც ის მოსწავლეები დარჩენილა, რომელთაც პორტრეტების ხატვა და ამ კუთხით საკუთარი ნიჭის დემონსტრირება შეუძლიათ.

“თითოეული ბავშვი მაარიფის სახეს წარმოადგენს. სახეს, რომელიც ყოველთვის ცოცხალია, ღიაა სიახლეებისათვის და მზად არის ყველა გამოწვევისთვის, ფართო საზოგადოების აღიარებისთვის.
თუ ჩვენ ვისაუბრებთ ზოგადად ხელოვნების დანიშნულებაზე და ვიკითხავთ რა გავლენის მოხდენა შეუძლია მას ადამიანზე? შეგვიძლია მარტივად ვთქვათ ის მთლიანად მოიცავს ადამიანს, ტრიალებს მის გარშემო და მის შიგნით არსებულ ძალებს გამოხატვის საშუალებას აძლევს. სახეზე კი გვაქვს უნიკალური სკულპტურული თუ ფერწერული ნიმუშები, ლიტერატურული რომანები, თუ ეკრანზე გაცოცხლებული წიგნის პერსონაჟები, მოიცავს თაეტრალურ, კოსტუმირებულ და სასცენო ხელოვნებას. ამ ყოველივეს შემოქმედი კი ადამიანია მთელი თავისი არსითა და განცდებით.

დღეს სამყარო ახალ გამოწვევებს უმკლავდება, ცხოვრების სხვა ეტაპზე გადასვლისთვის გვამზადებს და ჩვენც უნდა ავდგეთ და ფეხი ავუწყოთ ყველა სიახლეს. თუ მთელი მსოფლიო მზად არის არ გაჩერდეს და საკონტაქტოდ ვირტუალურ სივრცეს იყენებს გაჩერებას, მოდუნებას არც ჩვენ ვაპირებს. ბავშებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა საკუთარი ძალებისა და ნიჭის დემონსტირების, ამის საშუალებას კი მათ მაარიფი ინტერნაციონალური სკოლა აუცილებლად მისცემთ.

ჩვენ გამოვიყენებთ ყველასათვის მარტივად გასაგებ ენას, თქვენთან ჩვენი შემოქმედების მოსატანად და ამას ხელოვნების ენას დავარქმევთ”, – გვითხრა სკოლის პედაგოგმა.

იხილეთ ვიდეო – ,, გააცოცხლე მხატვარი”

Aris.ge - განათლება განათლება