,,ინტერნაციონალურმა მაარიფის სკოლებმა საქართველოში“ დაიწყო შიდა სასკოლო ჩემპიონატების კვირეული სპორტის სხვადასხვა სახეობაში
მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ინტერნაციონალურმა მაარიფის სკოლებმა საქართველოში 6 აპრილს დაიწყო შიდა სასკოლო ჩემპიონატების კვირეული სხვადასხვა სპორტის სახეობაში:
- ფეხბურთში (5-6/7-8/9-10 კლასებში)
- კალათბურთში (10-11/11-12 კლასებში)
- მაგიდის ჩოგბურთში (9-10/11-12 კლასებში)
სკოლაში სპორტული აქტივობები არის როგორც გუნდურობის, ასევე ხასიათის სიმტკიცის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბების საუკეთესო საშუალება. მწვრთნელის მიერ მცირე წახალისება, გუნდის გამარჯვება, გოლის გატანა, ყოველივე ეს ხელს უწყობს ბავშვებში თავდაჯერებულობის გაძლიერებას. ძლიერი თვითშეფასება ბავშვებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არის. სპორტის გაკვეთილებიდან ჩამოყალიბებული სულის სიმტკიცე ხელს უწყობს მოზარდს გაიუმჯობესოს აკადემიური მოსწრება. ვარჯიში არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სტრესის მოსახსნელად.
ნიდერლანდების VU უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ვარჯიშმა გააუმჯობესოს სკოლის მოსწავლეების ყურადღების კონცენტრაცია , ჰიპოკამპი თავის ტვინის ის ნაწილია, რომელიც პასუხისმგებელია სწავლასა და მეხსიერებაზე. Brain Research- ის ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობდა ტვინის ამ ნაწილის ზრდას. შესაბამისად, გულსისხლძარღვებზე დაფუძნებული ვარჯიში უკავშირდება ტვინის უკეთეს ფუნქციონირებას და მეხსიერების გაუმჯობესებას. ფიზიკური აღზრდა ნებისმიერი ბავშვის განათლების განუყოფელი ნაწილია.