GE
17 სექტემბერი, 2024 12:00

„იყავით ის ლამპარი, რომელშიც ცეცხლი ანთია“ – „ოქროს წესები“ ახალი სასწავლო წლისთვის

„ზოგჯერ პედაგოგსაც შეიძლება შეეშალოს, მაგრამ ისე არა, რომ მოსწავლეს ავნოს, მის სულს და პიროვნებას. მომავალი თაობა სითბოთი და სიყვარულით უნდა აღვზარდოთ, ვაქციოთ მეგობრულ ადამიანად“, – ამის შესახებ ფოთის მე-12 სკოლის დაწყებითი კლასების გამოცდილი დამრიგებელი, ხათუნა ჩიქობავა გვესაუბრება. პედაგოგი, რომელსაც დღეს, 16 სექტებერს, მასწავლებლის პროფესიაში ყოფნის 32 წელი შეუსრულდა.

ხათუნა მასწავლებელი ამბობს, რომ უკვე იცის რა არის მისთვის ოქროს წესები, რომლებსაც არცერთ სიტუაციაში არ დაარღვევს.

წესი 1 – გიყვარდეს ახალგაზრდა თაობა

თუ უნდობლად და ეჭვის თვალით შეხედავთ ახალგაზრდა თაობას, უპირობოდ არ გეყვარებათ, არ იქნებით მიმღები და თქვენი თითოეული ნაბიჯი მათი მომავლისთვის არ იქნება  გადადგმული, მაშინ, ალბათ, თქვენი ადგილი სკოლაში ალბათ არ არის.

წესი 2- იყავი განსაკუთრებული და შეუცვლელი

მაგალითისთვის, მაქვს მიმართვის ფორმა მოსწავლესთან, რომელსაც არ ვცვლი. -ჩემო პატარებო, ჩემო ლამაზებო, ჩემო კაშკაშებო, ჩემო ანგელოზებო – ყოველთვის ვცდილობ, მათ უპირობო სიყვარულს შესაბამისად ვუპასუხო.

წესი 3 – ჩემი სკოლა ჩემი ოჯახია

პედაგოგობა არის უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელსაც არ უნდა გაურბოდეს არავინ. როგორც ოჯახში, სკოლაშიც მზრუნველი უნდა ვიყოთ, დაკვირვებული და ყურადღებიანი.

წესი 4 – ჩემი სიყვარული უანგაროა

ბავშვების უზომოდ სიყვარული რომ არა, 1990 წლებში პედაგოგობა არავის რომ არ უნდოდა და ჩვენი ხელფასით მხოლოდ 1 პურს ვყიდულობდით, არ იყო ადვილი. ვინ, თუ არა პედაგოგებმა კარგად ვიცით, რა არის საქმის უანგარო სიყვარული.

წესი 5 – იყავით ის ლამპარი, რომელშიც ცეცხლი ანთია

ჯერ მე  – პედაგოგი თავად უნდა ვანათებდე, რომ ჩემი მოსწავლეების გულსა და გონებაშიც შევძლო გაუნელებელი ცეცხლის ანთება.

აბა, გამოცდილო პედაგოგებო, რა არის თქვენი ოქროს წესები?

ასევე იხილეთ:

„იცინეთ, იცინეთ, ამ წელს უფრო ცუდ ნიშნებს დავწერ!“ – რა არ უნდა უთხრათ მოსწავლეს, რომელიც არდადეგებიდან სკოლას უბრუნდებაა

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში