„კარიერული ინსპირაცია“ – AIA-GESS-ში „მშობელთა პანელი“ გაიმართა
21 ნოემბერს, სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ში ტრადიციულად გაიმართა „მშობელთა პანელი“, რომელიც უფროსკლასელებთან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი მშობლების დიალოგს მოიცავდა.
გიმნაზიის მიერ 28 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პანელში მონაწილეობდნენ: ედიკ ქვაცაბაია – ბიზნესმენი, სამედიცინო კომპანიების – „EDISONMEDI“ და „BE ONE GROUP“ დაფუძნებელი; ელისო უგრეხელიძე – ოფის მენეჯერი, ტურიზმისა და ენების სპეციალისტი; ანა ტრაპაიძე – ბიოფიზიკოსი, ნანო ტექნოლოგიების სპეციალისტი; ნონა გლურჯიძე – ეკონომისტი, მთავარი სპეციალისტი საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკის და სტატისტიკის დეპარტამენტში; გიზო ჭელიძე – საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპათმცოდნეობის სპეციალისტი, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის და საჯარო მართვის ექსპერტი; თაკო კაკაურიძე – ადამიანური რესურსების მართვის (HR) მენეჯერი; კახაბერ ელოშვილი – ველნესის კონსულტანტი, Herbalife-ის ბიზნესპარტნიორი, საქართველოს სტრატეგიული განვითარების გუნდის წევრი; ანა ასლანიკაშვილი – ეპიდემიოლოგი, ბიოსტატიკოსი; ირმა კვაჭაძე – იურისტი, უზენაესი სასამართლოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; თორნიკე მჭედლიშვილი – ავიაინჟინერი, საინჟინრო დეპარტამენტის მთავარი მენეჯერი, Cyclone (საავიაციო სტრუქტურების ტექნოლოგიური კომპანია).
„ეს ღონისძიება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ახალგაზრდების ინფორმირებულ არჩევანსა და მომავლის დაგეგმვაში.
დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს თანამშრომლობისთვის. ერთობლივი ჩართულობით, ჩვენ ვქმნით ჯანსაღ და ინსპირაციულ გარემოს ჩვენი მოსწავლეებისთვის“, – აცხადებენ AIA-GESS-ში.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით ჰამბურგში იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით კვლევა მოამზადეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ში „ტვინების ბრძოლის“ საშემოდგომო ჩემპიონატი ჩატარდა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS