„სკოლებო, გაანებივრეთ თქვენი პედაგოგები!” – სიმბოლური საჩუქარი კოლეგებისთვის და გულწრფელი გზავნილი სკოლებს
„რასაკვირველია, მასწავლებელების მოტივაციასა და განწყობაზე ასეთი სიმბოლური საჩუქრები დადებითად მოქმედებს. ვფიქრობ, სკოლაში არსებული კათედრები განსაკუთრებით უნდა იყვნენ ჩართულნი ამ საქმეში“, – ამის შესახებ 4 ნოემბერს EDU.ARIS.GE-ის მარიამ კაკაბაძე ესაუბრება.
მარიამი დაწყებითი კლასების ახალგაზრდა მასწავლებელია. ის ქალაქ ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრას ხელმძღვანელობს. პედაგოგი ცდილობს, საკუთარ კათედრაზე მომუშავე მასწავლებლებლები პატარ-პატარა სიურპრიზებით გაანებივროს.
გასულ კვირას, მარიამმა კოლეგებს სიმბოლურად გადასცა საკუთარი დიზაინით შექმნილი მადლობის სიგელები და სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ტორტი, რომელიც პედაგოგების სახელებით იყო გააფორმებული.
იხილეთ ფოტო:
„სკოლაში, შეიძლება, მოვიდეს ძალიან ენერგიული, მოტივირებული და მიზანდასახული კადრი, მაგრამ ყოველდღიურმა რუტინამ, საპასუხისმგებლო საქმეებმა, პირადმა პრობლემებმა, უაროფითად იმოქმედოს მისი მოტივაციის ხარისხზე. სწორედ ამიტომ არის საჭირო ასეთი, თუნდაც სიმბოლური საჩუქრები, პედაგოგთა დაფასება. სკოლებო, გაანებივრეთ თქვენი პედაგოგები”, – ამბობს დაწყებითი განათლების პედაგოგი.
ასევე იხილეთ:
დირექტორის დამხმარე ინსტრუქცია მათთვის, ვინც სკოლაში გასაუბრებისთვის ემზადება
-
საქართველოს რომელ რეგიონში რამდენი სკოლაა და რომელი მუნიციპალიტეტები ლიდერობს – საქსტატის ბოლო მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მე-12 კლასის მოსწავლე დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ ხელოვნების უნივერსიტეტში ჩაირიცხა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
რატომ ჭიანურდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და რომელმა უწყებამ რამდენი დახარჯა სამუშაოებზე ბოლო 3 თვეში by სკოლების ამბები

