„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სკოლაში!” – მისალმების სტიკერები, რომელთა გამოყენებაც პედაგოგებს შეუძლიათ
„მისალმება, ჩახუტება, ხელის ჩამორთმევა, ესენი ის სტიკერებია, რომლებსაც კლასის კარებს, როგორც შიგნიდან, ისე გარედან გააკრავთ”, – ამის შესახებ ზოგადი განათლების სპეციალისტი, ნატალია მეტრეველი დღეს, 19 ნომბერს, EDU.ARIS.GE-სთან საუბრობს.
პედაგოგი იმ ფერად სტიკერებს გვიზიარებს, რომელთა ამობეჭდვაც და გამოყენებაც მასწავლებლებს წარმატებით შეუძლიათ.
იხილეთ და ამობეჭდეთ: მისალმების სტიკერები- „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სკოლაში”
როგორც ნატალია მოგვითხრობს, ასეთ სტიკერებს კლასის გასაფორმებლად იყენებენ. ასევე წებოვანი ფორმით ბეჭდავენ და წიგნზე, ტელეფონზე, კომპიუტერსა თუ სხვა ციფრულ ტექნიკაზე აკრავენ.
„მოსწავლეებსა და მასწავლებლებს არ გაუჭირდებათ, რომ სტიკერებს დანიშნულება თავად მოუძებნონ და ისე გამოიყენონ, როგორც საჭიროება მოითხოვს”, – აცხადებს პედაგოგი.
ასევე იხილეთ:
როგორ ჩავდო ინვესტიცია შვილის განათლებაში სწორად და შედეგიანად – მშობელი გამოცდილებას გაგიზიარებთ
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS