კიდევ ერთი აიაჯესელის წარმატების ისტორია
სკოლა გიმნაზია აია-GESS-ს მრავალი გამორჩეული და ნიჭიერი მოსწავლე ჰყავს. მათ შორის რთულია საუკეთესოების გამორჩევა. წარმოგიდგენთ ერთ-ერთ მათგანს.
თბილისის სერვანტესის სახელობის სკოლა გიმნაზია “აია-GESS”-ის მოსწავლე მარიამ მაღრაძე – რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – “ლეონარდო და ვინჩის” პირველი ადგილის მფლობელია.
სკოლა გიმნაზია “აია-GESS”-ის მოსწავლე ორკვირიანი საგანმანათლებლო პროგრამით იყო დიდ ბრიტანეთში, ლონდონში; მარიამი არის საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელის- IEARN-ის აქტიური მონაწილე, რომლის ფარგლებშიც გაემგზავრა სამხრეთ კორეაში, სეულში. IEARN-ის პროექტის ფარგლებში ასევე იყო საქართველოს წარმომადგენელი International Conference & Youth Summit 2018-ზე, რომელიც ჩატარდა ვინჩესტერში, ვირჯინიაში (აშშ). ასევე არის სკოლის მათემატიკოსთა კლუბის წევრი, რომლის ფარგლებშიც მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე-ITYM (International Tournament of Young Mathematicians) ჯგუფთან ერთად წარსდგა ესპანეთში (ბარსელონაში).
ის ასევე არის:
- ათასწლეულის ფონდის მიერ ჩატარებული ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალისტი – 2018 წელი.
- ათასწლეულის ფონდის ინოვაციის მიმდინარე კონკურსის ფინალისტი – 2020 წელი.
-
AIA-GESS ღია კარის დღეს უმასპინძლებს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
რა შექმნა AIA-GESS-ის მოსწავლემ – სამაჯური, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, სანდო პირს ან 112-ს უკავშირდება by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS