„კლასში შემოდით ღიმილითა და ცეკვით!“ – თხოვნა, რომელიც დამრიგებელმა მხიარულ გამოწვევად აქცია
მოსწავლეებს მხიარული თავგადასავლები არ აკლიათ, სკოლა ხომ მხოლოდ სასწავლო დაწესებულება არ არის?!
თბილისის 142-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა, ინფორმაციული ტექნოლოგიების გაკვეთილიდან გამოსულ მეოთხეკლასელებს ასეთი გამოწვევა შესთავაზა: “ბავშვებო, კლასში შემოდით ღიმილითა და ცეკვით!”.
იხილეთ მეოთხეკლასელებისა და დამრიგებლის მხიარული ვიდეო
ამ გამოწვევის იდეისა და მნიშვნელობის შესახებ მეოთხეკლასელების დამრიგებელმა, ეკა გულაშვილმა EDU.ARIS.GE–სთან დღეს, 18 დეკემბერს, თავად ისაუბრა.
პედაგოგმა გვიამბო, რომ მის სადამრიგებლო კლასში ასეთი გამოწვევები არ უკვირთ.
„ჩემი ბავშვებისთვის ლამაზ მოგონებებს ვაგროვებ. დიდები რომ იქნებიან, მინდა, რომ ხშირად გაახსნედეთ ჩემთან ერთად გატარებული დღეები. ვფიქრობ, როცა მოსწავლე ბედნიერია, მისთვის აუთვისებელი მასალა არ არსებობს, ის კეთილგანწყობილია სასკოლო გარემოს მიმართ და სწავლაც დამღლელი საქმე არ ხდება. როცა მოსწავლეები გვთხოვენ: “ჩემთან ერთად იცეკვეთ მას”, “ჩემთან ერთად იმღერეთ მას”, ეს პედაგოგს უნდა უბიძგებდეს, რომ თავადაც იყოს მეტად თავისუფალი”, – აგვიხსნა ქალბატონმა ეკამ.
ასევე იხილეთ:
ერთად ვისწავლოთ ლექსის მხატვრულად წაკითხვა – დამხმარე ინსტრუქციები პატარებსა და მშობლებს
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS