კომაროვის „შაბათის სკოლის“ მე-5 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა
30 ნოემბერს, კომაროვის „შაბათის სკოლის“ მე-5 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.
სკოლის მიერ 6 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2024-2025 სასწავლო წლის ,„შაბათის სკოლის“ მე-5 კლასის ოლიმპიადაში გამარჯვებულებს დიპლომები, ხოლო I, II და III ადგილზე გასულ მოსწავლეებს ფულადი პრიზებიც გადაეცათ.
გამარჯვებულები იხილეთ ბმულზე
დაჯილდოების ღონისძიებაზე ყურადღება ანალიტიკური აზროვნების, შემეცნებითი ინტერესისა და ხარისხიანი განათლების მნიშვნელობაზე გამახვილდა.
„კომაროვის „შაბათის სკოლისთვის“ სპეციალურად შექმნილი სახელმძღვანელოები, ინტერაქციული სწავლების ფორმატი და პროფესიონალი პედაგოგების შრომა, ქმნის ისეთ საგანმანათლებლო პროცესს, რომელიც თითოეულ მოსწავლეს აძლევს თავდაჯერებულობას და შემეცნების სურვილს.
კომაროვის სკოლა თითოეულ პედაგოგს უხდის მადლობას გაწეული შრომისთვის და მოსწავლეებს უსურვებს სამომავლო წარმატებებს!“, – აცხადებენ სკოლაში.
-
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური 19 იანვარს გაიმართება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლა „ლეონარდო და ვინჩი 2025“-ის გამარჯვებულია by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა