კომაროვის სკოლაში კლუბების გამოფენა გაიმართა
26 ნოემბერს, კომაროვის სკოლაში კლუბების გამოფენა გაიმართა, რომელზეც ღონისძიების მონაწილეებმა დამთვალიერებლებს კლუბების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
სკოლის მიერ 3 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ინტერესების მიხედვით აერჩიათ სასურველი თემატიკის კლუბი და გაწევრიანებულიყვნენ.
კომაროვის სკოლაში 32 აქტიური კლუბი ფუნქციონირებს. წლების განმავლობაში წარმატებით მუშაობს: დებატების, სპორტის, დრამის, ჭადრაკის, ლიტერატურის, წიგნების თაროს, ეკონომიკისა და სხვა კლუბები.
„კლუბები კომაროვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია. სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეების წიგნიერების, ციფრული, შემოქმედებითი და სოციალური უნარების განვითარებას. ასევე, ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ მოსწავლეს ეძლევა არჩევანისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა“, – აცხადებენ კომაროვის სკოლაში.
-
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური 19 იანვარს გაიმართება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლა „ლეონარდო და ვინჩი 2025“-ის გამარჯვებულია by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა