კომაროვის სკოლაში მათემატიკისა და ფიზიკის შიდა სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
კომაროვის სკოლაში 2024–2025 სასწავლო წლის მათემატიკისა და ფიზიკის შიდა სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
სკოლის მიერ 12 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, გამარჯვებულებს I, II და III ხარისხის დიპლომები და სიგელები გადაეცათ, მათ შორის საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს კი – ფულადი ჯილდო.
მათემატიკის ჩემპიონატი ხუთ სხვადასხვა ლიგაში – მე-7, მე-8, მე-9 კლასების, გრიგოლ წულაიას ლიგასა და სუპერლიგაში ჩატარდა.
მათემატიკის ჩემპიონატის გამარჯვებულები
ფიზიკის ჩემპიონატი მე-7, მე-8 და მე-9 კლასებსა და ასევე, წელს პირველად, სუპერლიგაში გაიმართა.
ფიზიკის ჩემპიონატის გამარჯვებულები
ჩემპიონატის მონაწილეების წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის ფიზიკისა და მათემატიკის პედაგოგებიც დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებაზე ყურადღება ხარისხიანი სასკოლო განათლების მნიშვნელობაზე გამახვილდა. ასევე აღინიშნა, რომ კომაროვის სკოლაში მიღებული ცოდნა, პრობლემის ხედვისა და გადაჭრის უნარები, მომავალში წარმატებული პროფესიული და პიროვნული განვითარების საფუძველს ქმნის.
კომაროვის სკოლა ულოცავს თითოეულ მოსწავლეს წარმატებას და მათ მუდმივ განვითარებას უსურვებს!
ცოდნა, რომელსაც კომაროვში იღებ, ინვესტიციაა მომავალში – წარმატების, სიახლეების და ლიდერობის გზაზე.
-
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური 19 იანვარს გაიმართება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლა „ლეონარდო და ვინჩი 2025“-ის გამარჯვებულია by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა