კომაროვის სკოლაში „Micromouse 2025“-ის ფინალი გაიმართა
27 ოქტომბერს, კომაროვის სკოლაში, მოსწავლეების ინიციატივით, რობოტიკის კონკურსის – „Micromouse 2025“ ფინალი გაიმართა.
სკოლის მიერ 10 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონკურსში მე-9-მე-12 კლასების მოსწავლეებისგან შემდგარი 4 გუნდი მონაწილეობდა. კონკურსანტებს დაევალათ, შეექმნათ რობოტი, რომელიც უმოკლეს დროში გაივლიდა ლაბირინთს და ფინიშის ხაზს მიაღწევდა.
მოსწავლეებმა მუშაობის პროცესში გამოავლინეს – შემოქმედებითი ხედვა, ტექნიკური ცოდნა და გუნდური მუშაობის უნარი, რამაც კონკურსის წარმატება განსაზღვრა.
ფინალში გამოვლენილ გამარჯვებულებს Edison Store-ის 100-ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ.
კონკურსი კომაროვის სკოლის ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. ორგანიზატორები კი იყვნენ: მარეხ მაზანაშვილი – STEM სწავლების მიმართულების ექსპერტი; გურამ გურგენიძე -კომაროვის სკოლის მოსწავლე; გიორგი თეთრუაშვილი – კომაროვის სკოლის მოსწავლე; საბა ილურიძე – კომაროვის სკოლის მოსწავლე.
კომაროვის სკოლა ულოცავს თითიოეულ მონაწილეს კონკურსში მონაწილეობას და გამარჯვებას!
-
კომაროვის სკოლას განათლების მინისტრი ესტუმრა – „პრიორიტეტული მიმართულება იქნება 150-ადგილიანი ახალი პანსიონის აშენება“ by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის „შაბათის სკოლაში“ რეგისტრაცია იწყება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლაში მე-7 კლასში მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო by სკოლების ამბები