კომაროვის სკოლაში შიდა სასკოლო ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართა
კომაროვის სკოლაში შიდა სასკოლო ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც 45-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
სკოლის მიერ 21 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა 3 გამარჯვებული, რომლებიც მედლებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
ჩემპიონატის ფარგლებში, მოსწავლეებმა პრობლემის გადაჭრის, ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების უნარები წარმოაჩინეს.
კომაროვის სკოლაში ჭადრაკის ჩემპიონატი ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. ჭადრაკის კლუბი სკოლის 32 არაფორმალური განათლების სივრციდან ერთ-ერთია.
ჭადრაკი მოსწავლეებში ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, კონცენტრაციის უნარს და პასუხისმგებლობის გრძნობას. მისი საგანმანათლებლო ეფექტი დადასტურებულია საერთაშორისო კვლევებით და თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემებში აქტიურად გამოიყენება.
„კომაროვის სკოლა მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა შემეცნებითი განვითარებისა და იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც თანამედროვე სამყაროში წარმატებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, – აცხადებენ სკოლაში.
-
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური 19 იანვარს გაიმართება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლა „ლეონარდო და ვინჩი 2025“-ის გამარჯვებულია by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა