GE
1 მარტი, 2021 18:39

კონსტიტუციის 100 წლისთავი მაარიფის სკოლაში

,,ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში“ შეუერთდა კონსტიტუციის 100 წლისთავის აღნიშვნას. მიუხედავად იმისა, რომ პირველმა კონსტიტუციამ მხოლოდ რამდენიმე დღე იარსება, ეს ფაქტი უმნიშვნელოვანესია საქართველოს ისტორიისთვის.

ისტორიის მასწავლებელმა სკოლის მოსწავლეებს გააცნო ამ თარიღის მნიშვნელობა და მათი აქტიური ჩართულობით უაღრესად საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.

ბავშვებმა გააკეთეს პრეზენტაციები, პირველი რესპუბლიკის სიმბოლოები წარმოადგინეს ჩანახატის სახით, იმსჯელეს კონსტიტუციის თავებზე და გამოყვეს ის მუხლები, რომლებიც ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა მათთვის.

მე-9 კლასის მოსწავლეებმა, ისტორიის მასწავლებელთან ერთად, მოამზადეს გაკვეთილი ოკუპაციის თემაზე. აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა პრეზენტაციები, გაკეთდა კედლის გაზეთი. ბავშვებმა დაამუშავეს 100 წლის წინანდელი ქრონიკები, ამოარჩიეს მათთვის მისაბაძი ქართველი გმირი და მის შესახებ მოამზადეს მოხსენება.

,,მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეებს ეხმარება უკეთ გაიაზრონ ქვეყნის წარსული და ხელს უწყობს საქართველოს ისტორიით მათ დაინტერესებას”, – განაცხადა სკოლის ადმინისტრაციამ.

პროექტის ორგანიზატორი გახლდათ თამუნა ტურაშვილი.

EDU.ARIS.GE (განათლება)