კოვიდი არ არის განაჩენი – რა რეკომენდაციები აქვს მაარიფის სკოლის ექიმს მშობლებისთვის
კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ცხოვრების ჩვეული სტილის შეცვლა მოუხდა, მათ შორის მოსწავლეებსაც, რომლებიც სასკოლო გაკვეთილებს სახლის პირობებში ესწრებიან.
სპეციალისტების დიდი ნაწილი საუბრობს, რომ გარდა ონლაინსწავლებისა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ, ჯანმრთელობის პრობლემა, რომელსაც ცხოვრების პასიურ რეჟიმში გადასვლა ქმნის. თუმცა არსებობენ მშობლები, რომლებიც ამ მეთოდს ტრადიციულ სწავლებასთან შედარებით უკეთესადაც კი მიიჩნევენ.
მშობლის საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა, შვილის აქტიურობის დონისა და სწავლების ხარისხის კონტროლი, პედაგოგებისა და მათი მეთოდების შეფასება, მოსწავლეებში ტექნოლოგიების ფლობის უნარ-ჩვევების ამაღლება, შვილის ყოველდღიურობისთვის თვალ-ყურის დევნება და მასში მონაწილეობა — აი, დადებითი მხარეები, რომლებიც მშობელთა ნაწილმა დისტანციურ სწავლებას მოუძებნა. კორონავირუსის გამო შექმნილი რთული მდგომარეობა მშობლებს შვილებთან ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობას აძლევს.
სწორედ ამიტომ მაარიფის სკოლის ექიმმა მშობლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. თანდართულ დანართში ექიმი შემდეგ ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას:
- ესაუბრეთ ბავშვს შექმნილ მდგომარეობაზე;
- როგორ უნდა მოვუწყოთ სასწავლო სივრცე სკოლის მოსწავლეს? – მთავარი შეცდომები და სწორი მიდგომა;
- გამოვყოთ სამუშაო სივრცე;
- ვირჩევთ კომფორტულ განათებას;
- სივრცის მოწყობისას რჩევებს ბავშვისგან ვიღებთ;
- რაზე ვესაუბროთ თინეიჯერ შვილს;
- დაკავდით ფიზიკური აქტივობით;
- ძილი მნიშვნელოვანი ასპექტია;
- დაიცავით სისუფთავე;
- მიიღეთ მეტი წყალი.
რეკომენდაციები ვრცლად იხილეთ დანართში