GE
29 აპრილი, 2022 21:21

კვირის გასართობი აფიშა მშობლებისთვის და არამხოლოდ

დასვენება შემეცნებასთან ერთად – ამ სლოგანით EDU.ARIS.GE თბილისში, 30 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით, დაგეგმილ კულტურული ღონისძიებების ჩამონათვალსა და  საინტერესო ადგილების შესახებ მოკლე ექსკურსს წარმოგიდგენთ.

თუ გსურთ გაიგოთ მეტი სამყაროს შექმნის შესახებ, მაშინ თბილისში, მთაწმინდაზე, „პლანეტარიუმს“ უნდა ესტუმროთ. იქ შეგიძლიათ ნახოთ 360 გრადუსიანი ფილმი სამყაროს შექმნის შესახებ და ჩაიძიროთ იმერსიულ სამყაროში.

„SPHERO გუმბათოვანი ეკრანია, რომელიც 360 გრადუსიანი აუდიო-ვიზუალური წარმოდგენებით სამყაროს შესახებ გიამბობთ. ეს არის გართობისა და შემეცნების გზა, რომელიც იმერსიულია – მთლიანად მოიცავს სივრცეს და მაყურებელს შთამბეჭდავი გამოსახულებების ნაწილად აქცევს. SPHERO-ს სივრცე თემატურად ყველა ასაკის დამთვალიერებელზეა გათვლილი. სახალისო და საინტერესო სანახაობა არის როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის. აქ მიღებული თითოეული შთაბეჭდილება გიბიძგებთ, რომ უკან დაბრუნდეთ და თავიდან გახდეთ ხელოვნების ნაწილი“, – გვამცნობს „პლანეტარიუმის“ ადმინისტრაცია.

„პლანეტარიუმი“ ორშაბათის გარდა, ყოველდღე 12:00-დან 19:00 საათამდე მუშაობს.


ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმს,
რომელიც თბილისში, სამღებროს ქუჩაზე N6-ში მდებარეობს, მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო პროგრამა აქვს: „მუსიკოთერაპია“.

„მუსიკოთერაპია“ იყოფა ორ – შემეცნებით და პრაქტიკულ ნაწილად. პროგრამის დასაწყისში მოსწავლეები დაათვალიერებენ მუზეუმის საგამოფენო სივრცეს, რომელშიც ქართული, აღმოსავლური და ევროპული ქვეყნების საკრავთა უნიკალური კოლექციაა წარმოდგენილი. გაეცნობიან საკრავთა ისტორიას და მოისმენენ მათ ჟღერადობას.

გიდი მოსწავლეებს მოუყვება მუსიკის თერაპიული, სამკურნალო თვისებების შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ წარმატებით იყენებენ მუსიკოთერაპიას (მუსიკით მკურნალობა) მსოფლიო მედიცინის თანამედროვე პრაქტიკაში. გააცნობს საქართველოში ოდითგანვე გავრცელებულ სამკურნალო დანიშნულების ტრადიციულ სასიმღერო და ინსტრუმენტულ ჟანრებს და მოუთხრობს მათს მნიშვნელობასა და ყოფაში გამოყენებაზე.

შემეცნებითი ტურის დასასრულს, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ იხილონ სამკურნალო ჟანრის ტრადიციული მუსიკის ეკრანიზებული ნიმუშები და მუსიკოთერაპიული ცდების შედეგები.

შემეცნებით ტურს მოჰყვება პრაქტიკული ნაწილი, რომელიც წარმოდგენილი ჟანრიდან ერთი მუსიკალური ნიმუშის შესწავლას ეთმობა.

საბავშვო თეატრი ,,მეორე სახლი”, რომელიც დავით აღმაშენებლის N54-ში მდებარეობს, ერთადერთი თეატრი გახლავთ საქართველოში, სადაც ბავშვები თამაშობენ ბავშვებისათვის, ყოველ შაბათ-კვირას მართავენ წარმოდგენებს და აცოცხლებენ როგორც ქართულ, ასევე უცხოური ზღაპრის გმირებს. თეატრთან არსებული სტუდია ეწევა აღმზრდელობით საქმიანობას და ქართულ თეატრს უზრდის მომავალ თაობას.

თეატრი წარმოგიდგენთ:

30 აპრილი,
11:30 საათი – სპექტაკლი ,,101 დალმატინელი“
13:30 საათი – სპექტაკლი ,,მელაკუდას ოინები“
15:00 საათი – სპექტაკლი ,,მეფე ლომი“
17:00 საათი – სპექტაკლი ,,ჩხიკვთა ქორწილი“

1-ელი მაისი,
13:30 საათი – სპექტაკლი ,,მაუგლი“
15:00 საათი – სპექტაკლი ,,ალიბაბას ზღაპარი“
16:30 საათი – სპექტაკლი ,,პეპი გრძელწმინდა”


ვისაც კლასიკური მუსიკა განიჭებთ სიამოვნებას
, 3 მაისს, 19:30 საათზე ვასო აბაშიძის სახელობის „ახალ თეატრში“, სსიპ საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი სიმფონიური მუსიკის კონცერტს წარმოგიდგენთ.

შემსრულებლები:

ეროვნული სიმფონიური ორკესტრი
მირიან ხუხუნაიშვილი, დირიჟორი
ლიზი რამიშვილი, ჩელო

„ახალი თეატრი“ მდებარეობს დავით აღმაშენებლის გამზირზე, N127-ში.

კავეა სითი მოლში, რომელიც საბურთალოზე მდებარეობს, შეგიძლიათ უყუროთ მძაფრსიუჟეტიან, სათავგადასავლო კომედიას „რომანი დაკარგულ ქალაქში“. ეჟისორი: აარონ ნი, როლებში: ბრედ პიტი, სანდრა ბალოკი, ჩენინგ ტატუმი, დენიელ რედკლიფი, სცენარი: ორენ უზილი, აარონ ნი.

„რომანი დაკარგულ ქალაქში“
30 აპრილს, 1-ელ, 2 და 3 მაისს 12:00, 14:30, 17:00, 19:30 საათზე გავა.

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში