22 მაისი, 2025 16:20
ლაგოდეხელი მე-12 კლასელების დაუვიწყარი ბოლო ზარი – როგორ გაახარეს მოსწავლეები მეზობლებმა (ვიდეო)
რეგიონის სკოლებშიც ბოლო ზარი არა მხოლოდ სკოლის დასრულების დღე იყო, არამედ ერთი დიდი თავგადასავალი, რომელსაც მთელი სოფელი თუ უბანი თანაბრად ქმნიდა.
სახალისო, უჩვეულო და სახალხო – ასეთი აღმოჩნდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ჭიაურის საჯარო სკოლის მოსწავლეების ბოლო ზარი.
ვიდეო EDU.ARIS.GE -ს მე-12 კლასელების ვიდეოგრაფმა, გიორგი შუკაკიძემ გაუზიარა.
როგორც გიორგიმ გვიამბო, რეგიონის სკოლების მე-12 კლასელები უბრალო სურათებით ან საზეიმოდ გაშლილი სადღესასწაულო მაგიდებით არ შემოფარგლულან. კურსდამთავრებულებს ემოციებით სავსე დღე თანასოფლელებმა გაუხალისეს.
„ერთ-ერთი მაგალითია ეს სკოლა. მეზობლის ძველ სატვირთოზე მოკალათებული მე-12 კლასელები ჰაერში აფრიალებდნენ ხელებს, მღეროდნენ და სიცილითა და ცეკვით შეჰყურებდნენ გულშემატკივრებს“, – მოგვითხრო გიორგიმ.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
რა ითვლება სკოლაში მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად და რა სახდელი შეიძლება დაგეკისროთ ამისთვის by სკოლების ამბები
-
შენიშვნა და გაფრთხილება სასკოლო ფორმაზე უარის თქმის გამო და მშობლის პასუხი, რომლის შვილიც ფორმის ტარებას არ აპირებს by სკოლების ამბები