ლაგოდეხის სოფელ აფენის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები საქართველოს ისტორიას ანბანით მოყვებიან
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის მე-2 საჯარო სკოლაში პროექტის, ,,მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და მათი თვალით დანახული სასკოლო გარემოს”, განხორციელება მიმდინარეობს.
4 თებერვალს სკოლაში პროექტის ერთ-ერთი მიმართულების, – ,,ანბანით მოყოლილი საქართველოს ისტორია”, – პრეზენტაცია გაიმართა. როგორც სკოლის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზეა ახსნილი, აქტივობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ანბანში არსებულ 33 ასოზე მოიფიქრონ სიტყვები, რომლებიც ყველაზე მეტად ასოცირდება საქართველოსთან და გვიამბობენ მის შესახებ, იქნება ეს მატერიალური თუ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ნიმუში, პიროვნებები, საზოგადო მოღვაწეები და ა. შ. ანუ 33 სიტყვით უნდა მოყვნენ საქართველოს ისტორიის შესახებ.
თითოეულ ასოზე შერჩეულ სიტყვაზე კი ნახატისა თუ სკულპტურის შექმნა იგეგმება. პროექტის განსახორციელებლად დაგეგმილია იმ მოსწავლეებისა და მშობლების ჩართულობა, ვისაც მაღალი შემოქმედებითი უნარები გააჩნიათ. შემოქმედებითი საქმიანობისთვის საჭირო მასალით კი, მათ სკოლა უზრუნველყოფს. მშობლებსა და მოსწავლეებს უფლება აქვთ, აირჩიონ თითოეული ასოზე შერჩეული სიტყვა, დააფიქსირონ იდეა და ამის მიხედვით ჩაებნენ სახელოვნებო საქმიანობაში.
ნამუშევრების პრეზენტაცია-გამოფენა მაისის ბოლოს არის დაგეგმილი.
-
იპოვე მითითებული სიტყვა კროსვორდში და გამოიცანი პროფესია – აქტივობათა კრებული მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
„ლეგენდად ქცეული ქალები“ – სკოლა „პოლიგლოტში“ კონფერენცია გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„ნამდვილი გაკვეთილის“ ისტორია მოსწავლეებისთვის – რა ხდება, როცა კლასის ყოველდღიური „პრობლემა“ სასწავლო რესურსად იქცევა by სკოლების ამბები



