ლექსები, რომლებიც პირველკლასელებს მათემატიკის სწავლას გაუმარტივებს
იცით ლექსები, რომლებიც მათემატიკის სწავლებას სახალისოს ხდის, ტექსტის გააზრებასა და დამახსოვრებას კი აიოლებს?!
ეს არ უნდა გამოტოვოთ!
EDU.ARIS.GE გიზიარებთ თბილისის 117-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მენტორი მასწავლებლის, მაია მეტონიძის ლექსებს.
1. „აბა, ჩემო დათუჩა,
გამოწიე თ-ათი…
ხუთისა და ხუთის ჯამი
რამდენია? (ათი)“
2. „კალათში რომ ჩურჩხელა დევს
ხუთი ცალი ლამაზი,
და მას ჩუმად მიეპაროს
ცელქი ბიჭი თამაზი,_
მიიპაროს ფორთხვით,
ამოიღოს ოთხი,
მერე გაჩნდეს ქ-ეთი,
მას შეხვდება… (ერთი)“
3. „აკვარიუმს მიეპარა თომას წუწკი ფისო,
ჩაუყლაპავს სამი თევზი
ოთხიც ფსკერზე ზისო…
სულ რამდენი თევზი ჰყავდა
ჩვენ პატარა გმირსო?“ (შვიდი)
4. „ციყვი შეძვრა ფუღუროში,
აკნატუნა თხილი.
ხუთი ცალი რომ შეჭამა,
მას ასტკივდა კბილი,
დაფიქრდით და მიპასუხეთ:
სულ რამდენი დარჩა?
თუ მთელი დღის სანოვაგე
შეადგენდა ცხრა ცალს“. (ოთხი)
ძვირფასო, მშობლებო და პედაგოგებო, გაგვიზიარეთ გამოცდილება, თქვენ რომელი ლექსებით უმარტივებთ მოსწავლეებს მიმატება-გამოკლების სწავლას?
ასევე იხილეთ:
-
საქართველოს რომელ რეგიონში რამდენი სკოლაა და რომელი მუნიციპალიტეტები ლიდერობს – საქსტატის ბოლო მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მე-12 კლასის მოსწავლე დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ ხელოვნების უნივერსიტეტში ჩაირიცხა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
რატომ ჭიანურდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და რომელმა უწყებამ რამდენი დახარჯა სამუშაოებზე ბოლო 3 თვეში by სკოლების ამბები