ლომისელებმა სკოლის ოფიციალურ გვერდზე მილოცვების კვირეული მოაწყვეს
ლომისელებმა სკოლის გვერდზე მილოცვების კვირეული მოაწყვეს. სკოლა “ლომისის” მოსწვლეებმა სხვადასხვა ფორმით მოგვილოცეს 2021 წლის დადგომა.
“ჩვენო ძვირფასო ლომისელებო, დასრულდა კვირეული!
უამრავი ღიმილი, ხალისი, მილოცვა დაიღვარა სკოლის გვერდზე, რამაც სიყვარულის, სიკეთის, სითბოს, მონატრების განცდით აგვავსო, გაგვიხალისა და გაგვიფერადა შობა-ახალი წლის დღეები.
კიდევ ერთხელ სკოლა “ლომისი“ ყველა ლომისელს და სრულიად საქართველოს ულოცავს 2021 წლის დადგომას! ფეხბედნიერი, მშვიდობიანი ყოფილიყოს ეს ახალი წელი მთელ სამყაროში და სულ მალე, სკოლის სივრცეში, უშიშრად გაგვეგრძელებინოს სწავლა-განათლების მიღება და მრავალფეროვანი იდეებით შთაგონებული შემოქმედებითი პროექტები, რომელიც წარმატებული მომავლის გარანტი და დედაბოძია.
სკოლაში მალე შეხვედრამდე, ძვირფასო ლომისელებო!
დიდი მადლობა კვირეულის ორგანიზებაში თანადგომისათვის პედაგოგებს – ნაზიბროლა ანდღულაძეს, ნოდარ თოთაძეს, ნაიკო ხეჩუმაშვილს, ირმა მეფარიშვილს და ყველას, ვინც აქტიურად ჩაერთო ამ დღეების გამშვენიერებაში”, – ვკითხულობთ სკოლის განცხადებაში.