4 მაისი, 2021 10:25
მაარიფის სკოლამ 23 აპრილი, თურქეთის ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა დღე, განსაკუთრებულად აღნიშნა
ინტერნაციონალურმა მაარიფის სკოლებმა საქართველოში 23 აპრილი, თურქეთის ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა დღე, განსაკუთრებულად აღნიშნა.
მასწავლებელთა ორგანიზებითა და მოსწავლეთა ჩართულობით ჩატარდა ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ თურქეთის საელჩოს წარმომადგენლები და მოსწავლეთა მშობლები. ბავშვებმა შეასრულეს საცეკვაო, სასიმღერო და თეატრალური ნომრები. მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა შეჯიბრებასა და თამაშებში.
ღონისძიების ფარგლებში ბაგა-ბაღის აღსაზრდელებსა და პირველი კლასის მოსწაავლეებს თურქეთის საელჩოში უმასპინძლა ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა. შეხვედრის ბოლოს ბავშვებთან ერთად ყვავილებით შეამკეს ილია ჭავჭავაძის ძეგლი.
-
„ინტერნაციონალური მაარიფის სკოლების“ პედაგოგის აღმოჩენა სწავლების პროცესში by ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში
-
მაარიფის სკოლის მასწავლებლების რჩევები არაქართულენოვან მოსწავლეებთან დაკავშირებით by ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში
-
მაარიფის სკოლის პირველი კლასის დამრიგებლის მოულოდნელი საჩუქარი მოსწავლეებს by ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში



