GE
16 მარტი, 2021 10:47

მაარიფის სკოლაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა

ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში ხელს უწყობს მოსწავლეთა შემეცნებითი აზროვნების განვითარებას. სწორედ ამის დადასტურებაა, ფიზიკისა და ისტორიის მასწავლებლების მიერ ჩატარებული, ინტეგრირებული გაკვეთილი, მარტივი მექანიზმების გამოყენების შესახებ უძველეს ცივილიზაციებში.

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს აღმოეჩინათ მარტივი მექანიზმები მათ სხეულში და გარემომცველ სამყაროში, ემსჯელათ მათ მნიშვნელობაზე, გაეკეთებინათ პარალელი XXI საუკუნის და ძველი ცივილიზაციების მშენებლობისას გამოყენებულ ტექნოლოგიებს შორის. შეხებოდნენ პირამიდების დღემდე ამოუცნობი მშენებლობის გენიალობასა და სიმარტივეს. ეს საშუალებას მისცემდა, დაფიქრებულიყვნენ ადამიანის უნარზე, როგორ აკვირდება ბუნებას, მისგან გადმოაქვს ელემენტები და იყენებს პრაქტიკულ ცხოვრებაში.

თემა საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. მათ უამრავი მსგავსება და განსხვავება დაინახეს უძველესი ცივილიზაციის მიღწევებში, მათ შორის, ადამიანის ორგანოს მხრის, როგორც ბერკეტის მნიშვნელობაზე, მარტივი მექანიზმის, ჭოჭონაქის გამოყენებაზე ყოველდღიურობაში. ასევე, დახრილ სიბრტყეზე, როგორც მშენებლობის ძირითადი ელემენტზე.

განხილული საკითხებისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მარტივი მექანიზმების გამოყენების საფუძველზე, მათ შეეძლოთ აეწყოთ კატაპულტი, როგორც მარტივი მექანიზმის არსებობის საუკეთესო მაგალითი.

EDU.ARIS.GE (განათლება)