GE
30 მაისი, 2021 11:37

მაარიფის სკოლაში მეთორმეტე კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა

მაარიფის სკოლაშიც დაირეკა ბოლო ზარი წარმატებული მეთორმეტე კლასელებისათვის. მათთან გატარებული ბევრი ლამაზი წუთები კი ფოტოების სახით შემორჩა კლასის კედლებს. ბევრი აქტივობებით, საინტერესო სასწავლო პროცესით, გამოცდებისთვის მზადებით და უამრავი მხიარული წუთებით იყო ეს წელი სავსე.

,,ყველა მასწავლებლისთვის განსაკუთრებულია სადამრიგებლო კლასი, თუმცა ჩემთვის მაინც სულ სხვანაირად განსაკუთრებული იყო მათთან ურთიერთობა და მეგობრობა. მეგობრობა ხომ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის მჭიდრო კავშირის საწინდარია?! ალბათ, სწორედ ამიტომ მერთულება მათი გაშვება. თუმცა, მათთვის დასრულდა ცხოვრების ერთი ეტაპი და გადადიან უფრო ლამაზ,საინტერესო საფეხურზე.

თითოეულ მათგანს მინდა ვუსურვო საუკეთესო მომავალი, სწორედ ისეთი, როგორებიც თვითონ არიან. წინსვლა, წარმატება, ულევი სიხარული და ბედნიერება ყოფილიყოს მათი ცხოვრების მეგზური. ბედნიერი ვარ რომ ასეთი ბავშვების დამრიგებელი მერქვა, მეამაყება თითოეული მათგანი.”

EDU.ARIS.GE (განათლება)