მაარიფის სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს
გარემოსდაცვითი განათლების მიცემა ახალგაზრდა თაობისათვის ქვეყნის პრიორიტეტს წარმოადგენს, ვინაიდან დედამიწა ჩვენი სახლია, რომელსაც შევინარჩუნებთ მხოლოდ მისი მოვლისა და მოფრთხილების შემთხვევაში.
საქართველო, დედამიწის დღეს 1990 წლიდან აღნიშნავს. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელსაც საქართველო უერთდება ყოველწლიურად. თავისთავად სკოლები სხვადასხვა აქტივობებით და აქცია-ღონისძიებებით აღნიშნავენ ამ დღეს და ცდილობენ ბავშვებს გარემომცველი სამყაროს სიყვარული, პატივისცემა და ზრუნვა ჩაუნერგონ.
ინტერნაციონალური მაარიფის სკოლების პედაგოგებმა თავისთავად სხვადასხვა აქტივობებით სხვადასხვა საგანში გაამახვილეს ყურადღება დედამიწის დღის მნიშვნელობაზე, მის არსსა და საჭიროებაზე.
გამომდინარე სკოლის სპეციფიკიდან სულ უფრო მნიშვნელოვანია არაქართულ ენოვანი ბავშვების დაინტერესება და თემის ისე მიწოდება, რომ მოსწავლისათვის მარტივად აღსაქმელი იყოს და ამავდროულად, კიდევ უფრო ჩართული გახადოს იგი. შესაბამისად, ინტერნაციონალური მაარიფის სკოლის გეოგრაფიის პედაგოგმა, ქრისტინე ქაფიანიძემ ინფორმირების ორიგინალურ ხერხს მიმართა და გადაწყვიტა მოსწავლეებთან ერთად კომპიუტერული პროგრამის დახმარებით 10 წუთიანი ანიმაციური ფილმის აწყობა, სადაც არჩეული კონცეფციის დახმარებით შეძლო მოსწავლეებისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების პირდაპირი და ირიბი შედეგების შესახებ. ანიმაციურ ფილმშივე შესთავაზა მოსწავლეებს ინდივიდუალურ დონეზე კლიმატის ცვლილების შენელებისათვის საჭირო ნაბიჯები.