GE
25 მარტი, 2021 10:46

მაარიფის სკოლის უპრეცენდენტო საჩუქარი მოსწავლეებს

„ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში“ არის სკოლა, რომელშიც სწავლობენ განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლეები. შესაბამისად, მოსწავლეთა ნაწილს გააჩნია ენობრივი ბარიერი და მათთვის ქართული ენა არ არის მშობლიური. იმისთვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ქართული ენის საფუძვლიანად შესწავლა, სპეციალურად მათთვის თურქეთში დაიბეჭდა ქართული ენის სახელმძღვანელოს 250 ეგზემპლარი და უსასყიდლოდ დაურიგდათ მოსწავლეებს. სახელმძღვანელო არის მაია მელიქიძის ავტორობით და განკუთვნილია თურქულენოვანი მოსწავლეებისთვის.

მოგეხსენებათ, საქართველოში ეთნიკური უმცირესობებისთვის ენობრივი ბარიერი განათლების მიღების მთავარ პრობლემად მიიჩნევა, რასაც არაერთი კვლევა და გამოცდილება ადასტურებს. იმისთვის, რომ აბიტურიენტმა ჩააბაროს ქართულ უმაღლეს სასწავლებელში სჭირდება ქართული ენის ცოდნა, რაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლისთვის ხშირად პრობლემას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ „ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში“ არის სკოლა, რომელიც ზრუნავს საკუთარი მოსწავლეების საფუძვლიან განათლებაზე. სკოლისთვის პრიორიტეტულია დაეხმაროს თავის მოსწავლეებს ენობრივი ბარიერის დაძლევაში, რაც  მომავალში მათი წარმატების წინაპირობა გახდება.

EDU.ARIS.GE (განათლება)