„მარტივია, საახალწლოდ უფასო და საინტერესო რესურსებს შექმნით“ – წამყვანი პედაგოგი კოლეგებსა და მშობლებს ეხმარება
მოსწავლეების საახალწლო განწყობის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია.
პედაგოგები და მშობლები ამ მნიშვნელოვანი მიზნის შესასრულებლად სხვადასხვა აპლიკაციებს იყენებენ და საკუთარი წვლილიც შეაქვთ შვილის თუ მოსწავლის სააზროვნო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში.
თბილისის 82-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი, ნინო ქიმერიძე EDU.ARIS.GE-ს საკუთარ გამოცდილებას დღეს, 4 დეკემბერს უზიარებს.
პედაგოგი გვიყვება, რომ ინტერნეტში უამრავი აპლიკაცია იძებნება, რომელითაც საახალწლო რესურსების შექმნაა შესაძლებელი. მათი უმრავლესობა ფასიანია. ის კოლეგებს ურჩევს, აპლიკაციას, რომელში მუშაობაც სრულიად უფასოა და მარტივი, მათთვისაც კი, ვინც ტექნოლოგიებში ნაკლებად გარკვეულია.
„მარტივია, უფასო და საახალწლოდ საინტერესო რესურსებს შექმნით. ამ აპლიკაციაში გავაკეთე საახალწლო კალენდარი (მოსწავლეების ფოტოს გამოყენებით), შევქმენი საახალო სათამაშო, სერტიფიკატი სანტასგან, მისალოცი ბარათები. ვფიქრობ, გამოგადგებათ და გაახალისებთ მოსწავლეებს“, – აგვიხსნა პედაგოგმა.
ასევე იხილეთ:
14 წლის ასაკში განხორციელებული პირველი ფრენა – მფრინავი სკოლის მოსწავლე თბილისიდან
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS

