მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეებს გამრავლება ორიგინალური მეთოდით ასწავლა
შესაძლებელია, რომ კინოში წასვლით გამრავლება ისწავლოთ? ეს ალბათ უცნაურია, მაგრამ როორც აღმონდა, სრულიად შესაძლებელი.
დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ნინო სამხარაძე მოსწავლეებს გამრავლებას სწორედ, რომ კინოს საშუალებით ასწავლის.
ქალბატონი ნინოEDU.ARIS.GE-ს 19 იანვარს ესაუბრა.
პედაგოგი გვიყვება, რომ მოსწავლეებს კინოში ვიზიტის დაგეგმვას სთავაზობს. ამ პროცესში კი მათ სთხოვს, რომ მთლიანი კლასისთვის გამოთვალონ, რა იქნება საერთო ხარჯი. პატარებმა თუ დიდებმა ოპტიმალური არჩევანის გაკეთება უნდა შეძლონ. მოსწავლეებს გადაწყვეტილების მიხედვით სააზროვნო კითხვები ეხმარებათ, მაგალითად ასეთი: “წავიდეთ ტაქსით თუ ავტობუსით?!”.
ნინო მასწავლებელი გვირჩევს, აქტივობა შემაჯამებელ პროექტად აქციოთ.
იხილეთ ვიდეო:
„მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა გამრავლების შესწავლის შემდეგ ნასწავლი უკეთ გაიაზრონ. სწორედ ეს არის აღნიშნული ვიდეოსა და სერტიფიკატების მიზანი. აღნიშნული პროექტის შემდეგ, მოსწავლეები მარტივად გადაიტანენ თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში და გაიაზრებენ, რომ გამრავლების ტაბულა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუ რეალურად წავიყვანთ მათ კინოში, ხელს შევუწყობთ მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაახლოებას, არაფორმალური ურთიერთობების გამყარებას. ეს სახალისოა“, – აგვიხსნა ნინო მასწავლებელმა.
ასევე იხილეთ:
ვსწავლობთ ინგლისურ ანბანს – სამუშაო ფურცელი პირველკლასელებისა და მათი მშობლებისთვის
-
საქართველოს რომელ რეგიონში რამდენი სკოლაა და რომელი მუნიციპალიტეტები ლიდერობს – საქსტატის ბოლო მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მე-12 კლასის მოსწავლე დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ ხელოვნების უნივერსიტეტში ჩაირიცხა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
რატომ ჭიანურდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და რომელმა უწყებამ რამდენი დახარჯა სამუშაოებზე ბოლო 3 თვეში by სკოლების ამბები