27 მაისი, 2019 13:54
მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მერაბ კოსტავას ეზოში სადღესასწაულო კონცერტი გამართეს
2019 წლის 26 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მერაბ კოსტავას ეზოში სადღესასწაულო კონცერტი გამართეს.
კონცერტი მიეძღვნა საქართველოს პირველი რესპუბლიკის 101-ე , საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების 80 და საქართველოს პირველი პრეზიდენტის არჩევნების 28-ე წლისთავს.