მენტორი მასწავლებელი, რომლის იდეამ სკოლა გარდაქმნა – „პერსონაჟების დღის“ ხუთწლიანი ჯადოსნობა
„ყველაფერი 5 წლის წინ, ჩემი ერთი სპონტანური იდეით დაიწყო. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს ემოცია ასე ძლიერად მოედებოდა მთელ სკოლას,“ – ამის შესახებ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის მენტორი პედაგოგი, ნანა კახიძე EDU.ARIS.GE-ს ესაუბრება. ქართული ენის მასწავლებელი სკოლაში „პერსონაჟების დღის“ სულისჩამდგმელია.
იხილეთ ფოტო 2025 წლის „პერსონაჟების დღის“ ღონისძიებოდან:
„ეს არ არის მხოლოდ თამაში. ეს დღე ბავშვებისთვის მთელი წლის ემოციაა. ეს უკვე სკოლის საყვარელი ტრადიციაა. ერთი დიდი დღესასწაული, როცა მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც თავიანთ ყოველდღიურ სახეებს ტოვებენ და საყვარელ პერსონაჟებად გარდაისახებიან. რაპუნცელის მკაცრი დედინაცვალი, თავზეხელაღებული მეკობრეები, ზღაპრული ბოროტმოქმედები და ჰო, არც ჯადოქრები გამოგვრჩენია, სწორედ ამ გმირებმა მოიცვეს წლევანდელი პერსონაჟების დღე“, – ამბობს ნანა.
ასევე იხილეთ:
-
„ჩემი პირველი ნერგი“ – პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება by სკოლების ამბები
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
N47 საჯარო სკოლა და კლასიკური გიმნაზია სწავლას ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო by სკოლების ამბები



