სკოლებში ანბანის შესწავლის ახალი გზა ჩნდება -„ქართული ანბანის შესწავლა ხმოვანი წიგნის დახმარებით შეგეძლებათ“
თბილისის 220-ე საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წამყვან მასწავლებეთან, ინგა ქლიბაძესთან ერთად, საოცარი შემოქმედებითი ნამუშევარი შექმნეს. ეს ხმოვანი წიგნია, რომელიც ქართულ ანბანს ეძღვნება და პატარებს შესწავლაში ეხმარება.
პედაგოგი დღეს, 23 აპრილს, EDU.ARIS.GE-ს ესაუბრება და ხმოვან წიგნს გვიზიარებს. ინგა მასწავლებელი ამბობს, რომ სკოლებში ანბანის შესასწავლად ახალი გზა ჩნდება.
იხილეთ: ხმოვანი წიგნი – ქართული ენა
„ხმოვანი წიგნი დაფუძნებულია ვახტანგ როდონაიას ქართული ენის სახელმძღვანელოზე და აერთიანებს პატარების ხმას, წარმოსახვასა და სწავლის სიყვარულს. ახლა ქართული ანბანის შესწავლა უკვე ხმოვანი წიგნის დახმარებით შეგეძლებათ. ხმოვანი წიგნი დაგვეხმარებათ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში, შესწავლილი მასალის განმტკიცებასა და კითხვის პრობლემების დაძლევაში“, – აგვიხსნა წამყვანმა პედაგოგმა.
-
„ჩემი პირველი ნერგი“ – პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება by სკოლების ამბები
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
N47 საჯარო სკოლა და კლასიკური გიმნაზია სწავლას ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო by სკოლების ამბები