მენტორი მასწავლებლის კროსვორდი – ინტერაქტიული სწავლების კარგი პრაქტიკა სკოლაში
მათემატიკის სწავლების გაუმჯობესებისთვის უამრავი მეთოდი არსებობს.
დაწყებითი კლასების მენტორმა პედაგოგმა, თამარ ვალიშვილმა, კროსვორდები შექმნა.
სპეციალისტი EDU.ARIS.GE-ს ახლადშექმნილ რესურსს უზიარებს და მის გამოყენებას ასწავლის.
იხილეთ და ჩამოტვირთეთ:
„ეს მეთოდი ინტერაქტიული სწავლების კარგი მაგალითია. რესურსი შესანიშნავი საშუალებაა მოსწავლეთა შემეცნებითი მოტივაციის შესაქმნელად, უღვიძებს ცნობისმოყვარეობას, რომ ამოხსნას თავსატეხი. ცნობისმოყვარეობა კი, მოგეხსენებათ, ბავშვის ფსიქიკის განვითარების საფუძველია. შევსებული კროსვორდი უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბავშვისთვის, ვიდრე მის შევსებამდე იყო.
რესურსი ააქტიურებს: ნასწავლ მასალას, ნასწავლის შემოწმებისა და თვითშეფასების უნარს, მოტივაციას, ხელს უწყობს ასევე ყურადღების კონცენტრაციისა და მეხსიერების განვითარებას. თქვენ უბრალოდ უნდა გადმოიწეროთ და მიჰყვეთ დავალებას“, – აგვიხსნა თამუნა მასწავლებელმა.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ by სკოლა პოლიგლოტი