6 თებერვალი, 2025 11:13
მეორე ცვლა სკოლაში, როგორც გამოწვევა – რა უნდა იცოდეს ყურადღებიანმა მშობელმა
მოსწავლეებისთვის, რომლებიც მეორე ცვლაში სწავლობენ მობილიზების საკითხი მნიშვნელოვანია. მეორე ცვლა ეს ის შემთხვევაა, როცა მოსწავლე გაკვეთილებს დილით 09:00 საათზე არ იწყებს, რის გამოც შეიძლება, გადაჩვეული იყოს ადრე გაღვიძებას, მუდმივად რჩებოდეს სასწავლო ნივთები სახლში და ა.შ.
EDU.ARIS.GE-ს ამ საკითხზე, მასწავლებელი ნანა მაჩიტიძე ესაუბრება. ნანა თბილისის 142-ე საჯარო სკოლის მე-2 ცვლის მოსწავლეებს ასწავლის. გამოცდილი პედაგოგი მშობლებს მათთვის მნიშვნელოვან რჩევებს უზიარებს,
რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, როცა მოსწავლე მეორე ცვლაში სწავლობს:
- არა აქვს მნიშვნელობა სკოლის მოსწავლე რომელ კლასშია. რა თქმა უნდა, სკოლაში მას უნდა უნდა ჰქონდეს სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი ნივთები. მატერიალურ წიგნებთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ ელექტრონულ რესურსებს. შეახსენეთ, რომ ატაროს ყველა საჭირო ნივთი და გაიღვიძოს საჭირო დროს.
- მშობლისთვის მნიშვნელოვანია გადაამოწმოს ელექტრონულ ჟურნალში განმსაზღვრელი შეფასება და ამასთან განმავითარებელი კომენტარი, რომელიც კვირის ბოლოს განსაზღვრავს მისი შვილის აკადემიურ მიღწევას. გაარკვიოს ინფორმაცია მოსწავლის გაცდენებისა და დაგვიანების შესახებ.
- ხშირად მიმართოს დამრიგებელს და საგნის მასწავლებელს. მოსწავლე ისეთ დროს გამოდის სახლიდან, როცა მშობელი ამ დროს სამსახურში იმყოება, შესაძლოა მან იზარმაცოს არ წავიდეს სკოლაში. ეს უფრო ზედა კლასებს ეხება. ამ ნაწილში აუცილებელია მშობლის ჩართულობა.
- მშობლებს ვურჩევ, თავიდანვე მიაჩვიონ მოსწავლე დამოუკიდებლობას. უნდა მისცეს პირადი სივრცე, რომ შემდგომში კარგად რეალიზდნენ.
ასევე იხილეთ:
„ცოდნის ნაჭერი“ – მასწავლებელმა მათემატიკის შესასწავლად გემრიელი თავსატეხი მოიფიქრა