როცა მასწავლებელი ავად არის – მოსწავლეების ცეკვა-სიმღერით მოყოლილი გაკვეთილი (ვიდეო)
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ქართულის მასწავლებელს, რომელიც ავადმყოფობის გამო სკოლაში ვერ მივიდა, სიურპრიზი გაუკეთეს და ცეკვა-სიმღერით ჩაბარებული გაკვეთილის ამსახველი ვიდეო დამრიგებლის დახმარებით გაუგზავნეს.
სკოლა „სადუნის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ანა დავლიანიძე EDU.ARIS.GE-ს მოუყვა, რომ მე-2 კლასის მოსწავლეებმა მისთვის გაკვეთილის ჩაბარება სიმღერ-სიმღერით გადაწყვიტეს და ამის ამსახველი ვიდეოც გამოუგზავნა.
“როცა მასწი ავად არის, გაკვეთილს ასე იბარებს. მადლობა კრეატიულობისთვის”, – წერს მასწავლებელი და კლასის დამრიგებელს მიმართავს.
მეორეკლასელებმა ქართული ენის სახელმძღვანელოში მოცემული ლექსი – “ხაბაზი” გარეპეს.
„საცერს ხელი წამოვკარი მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ,
ფქვილის ზვინი დავაყნე, სულ ავავსე ვარცლი,
თითქოს დევის ღიპი იყოს, ცომი ამოფუვდა,
საფანელში გავაგორე სამოცამდე გუნდა”.
-
„ჩემი პირველი ნერგი“ – პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება by სკოლების ამბები
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
N47 საჯარო სკოლა და კლასიკური გიმნაზია სწავლას ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო by სკოლების ამბები