მეოთხეკლასელი მარიამ ცეცხლაძის სიყვარულით შექმნილი მაისურის ისტორია – საჩუქარი საყვარელი დამრიგებლისთვის
როცა მასწავლებელი გიყვარს, სულ გინდა, რომ გაახარო. მეოთრხეკლასელი მარიამ ცეცხლაძე სწორედ ასე მოიქცა. პატარამ კლასის დამრიგებლის, თათია ახობაძისადმი სიყვარულის ნიშნად, თავად დაამზადა მაისური საყვარელი პედაგოგის გამოსახულებით და გაკვეთილზე მოირგო.
როგორც გავიგეთ, მარიამმა თავად შექმნა მაისური, რომელზეც თათია მასწავლებლის ღიმილიანი სახეა გამოსახული. ამ მაისურში გამოწყობილმა სიხარულით დაამშვენა საკლასო ოთახი, ისე, თითქოს თავისი გულის ნაწილი მოიტანა.
მარიამი16 მაისს EDU.ARIS.GE -ს ესაუბრა. გვითხრა, რომ ბედნიერია, რადგან მასწავლებელს ასე მოეწონა მისი სიყვარულით მიღძვნილი საჩუქარი. მეოთხეკლასელმა თანატოლებისთვის გზავნილიც გადმოგვცა:
„მე მინდოდა ჩემი მასწავლებლის გახარებული სახე მენახა. ბავშვებო, გაანებივრეთ მასწავლებლები, ისინი ხომ ყოველთვის ცდილობენ, რომ კარგ ხასიათზე ვიყოთ. მოდით, ჩვენც ვიზრუნოთ იმაზე, რომ სულ იღიმოდნენ!”.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ by სკოლა პოლიგლოტი