„თქვენც მოსწავლე მეგონეთ“, მეუღლე თან არ გახლავთ?“, – რა არ უნდა უთხრათ მშობელს, რომელიც შვილს სკოლაში აცილებს
სწავლის დაწყების პირველი დღე ყველასათვის გამორჩეულია. როგორი გამოცდილიც არ უნდა იყოს მშობელი, ამ დღეს მასაც ბავშვივით და გამალებით უძგერს გული. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შვილი დაწყებით კლასებში ჰყავს და თავად მიაცილებს სკოლამდე.
შევეცადეთ გაგვერკვია, რა არის ის ფრაზები, რომელთა მოსმენასაც მშობლები სწავლის დაწყების პირველ დღეს, პედაგოგებისგან ნაკლებად ისურვებდნენ.. ამის გასარკვევად ახალგაზრდა დედებს მივმართეთ.
აღსანიშნავია, რომ ისინი თავადაც არიან დამწყები პედაგოგები და კარგად ესმით, როგორ მოქმედებს “მასწავლებლის დაუკვირვებლად ნათქვამი სიტყვები” მშობლისა და მოსწავლის თვითშეფასებაზე.
აი, რა ფრაზები დაგვისახელეს მათ:
„რატომ დააგვიანეთ, ყველაზე კარგი მომენტები გამოტოვეთ“
„მეუღლე თან არ გახლავთ?!“
„საყვარელო, თუ თქვენც დააგვიანებთ, ბავშვიც მიეჩვევა, რომ ეს ნორმაა“
„იმედია წელს კარგი განწყობით ხვდებით ახალ სასწავლო წელს და ძველი წლის პრობლემები ისევ არ იჩენს თავს“
„ამ წელსაც ხომ არ იზარმაცებს“
„როგორ უყვარს გამოპრანჭვა, ჩაცმულობაზე უფრო ზრუნავს, ვიდრე სწავლაზე“
,,თქვენც მოსწავლე მეგონეთ, ისეთი ახალგაზრდა ხართ“
„ისეთი ოჯახის შვილია, ასეთი კარგიც იმიტომაც არის “
„როგორი ფერადი აქსესუარებით მობრძანებულა, სკოლაში რომ არ შეიძლება არ იცის“
„ყურადღება მიაქცევთ თქვენს შვილს, ხომ იცით, წლის ბოლოს ვამოწმებ ნაკაწრი არ უნდა ჰქონდეს წიგნს“
თქვენ რომელ ფრაზებს გაიხსენებთ? გთხოვთ, გაგვიზიაროთ გამოცდილება.
ასევე იხილეთ: