„მისალოცი ბარათი ყველა მოსწავლისთვის გავაკეთე“ – დამრიგებლების წინასაახალწლო კვირა და კმაყოფილი პატარები
საქართველოს საჯარო სკოლების პატრებისთვის 27 დეკემბერის შემდეგ ზამთრის არდადეგები იწყება. მათთვის ეს კვირა დატვირთული, მაგრამ გამორჩეული იყო.
საახალწლო ზეიმები, ფოტო და ვიდეო გადაღებები, უამრავი აქტივობა და მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა, ეს არასრული ჩამონათვალია იმ გამოწვევებისა, რომლებიც მოსწავლეებს ჰქონდათ.
თავის მხრივ, მასწავლებლებმა მართლაც არ დაიშურეს ენერგია იმისთვის, რომ მომავალი თაობისთვის საახალწყო განწყობა ამაღლებული ყოფილიყო.
EDU.ARIS.GE-ს 103-ე საჯარო სკოლის მეორეკლასელების ახალგაზრდა დამრიგებელი, თამუნა სახეჩიძე მიმდინარე კვირის საქმეებისა და იმ სიურპრიზების შესახებ ესაუბრა, რომლებიც პატარებს მოუმზადა.
„მისალოცი ბარათი ყველა მოსწავლისთვის გავაკეთე. 25 მეორეკლასელს გადავეცი. მათი დამზადება საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო, თუმცა ბავშვების სიყვარულის გარეშე ამას ვერ გავაკეთებდი. ის ემოცია და მათი გაბრწყინებული თვალები არასდროს დამავიწყდება. გვქონდა საახალწლო ღონისძიება, ჩავატარეთ ვიქტორინა, ყველა მოსწავლემ, სიმბოლურად ნაძვის ხის სათამაშოები მიიღო. აქტივობებში მშობლებიც ჩართულნი იყვნენ.
ეს კვირა ნამდვილად იყო პროფესიულად ძალიან დატვირთული, როგორც პედაგოგებისთვის, ისე მშობლებისა და პატარებისთვის. არდადეგებს პედაგოგები დასვენებისთვის გამოვიყენებთ და მომავალ წელს კიდევ უფრო დიდი გეგმებით დავუბრუნდებით”, – მოგვითხრო თამუნა მასწავლებელმა.
ასევე იხილეთ:
„პრანჭია“, ფერადი და კაშკაშა – როგორი ნაძვის ხეები დადგეს საჯარო სკოლებმა (+ფოტო/ვიდეო)
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS