„მისია: ნულოვანი ნარჩენი“ – AIA-GESS-ის მოსწავლეები გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივას შეუერთდნენ
სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ის მოსწავლეები ჩაერთნენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივაში, სახელწოდებით – „მისია: ნულოვანი ნარჩენი“, რომელიც გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
გიმნაზიის მიერ 25 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა ნარჩენების შემცირების, გადამუშავების, რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და მდგრადი მოხმარების შესახებ ცოდნა გაიღრმავეს. სხვადასხვა პრაქტიკული და შემეცნებითი აქტივობის მეშვეობით, მათ უკეთ გააცნობიერეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის წვლილი გარემოს დაცვასა და მდგრადი მომავლის შექმნაში.
„მადლობას ვუხდით UNDP Georgia-ს საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის. გვჯერა, რომ ჯანსაღი და მდგრადი მომავალი სწორედ განათლების, თანამშრომლობისა და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის გზით იქმნება“, – აცხადებენ AIA-GESS-ში.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS