მობილური ტელეფონის გამოყენების პრაქტიკა 142-ე საჯარო სკოლის მაგალითზე – რა ინფორმაციას გვიზიარებს დირექტორი
თქვენი მოსწავლე ან შვილი მობილურ ტელეფონს სკოლაშიც არამიზნობრივად იყენებს? – ნახეთ, რა მიდგომას აქვთ თბილისის 142-ე საჯარო სკოლაში ამ მართლაც მნიშვნელოვანი თავსატეხის დასაძლევად.
EDU.ARIS.GE-ს სკოლის დირექტორი, ეკატერინე ენდელაძე მშობლების ჩართულობით განხორციელებული წარმატებული ინიციატივის შესახებ 29 ოქტომბერს გვესაუბრა.
იხილეთ ფოტო:
“სკოლაში დავაარსეთ “მშობლის კლუბი’’, სადაც ხდება სკოლის მოსწავლეთა მიღწევებისა და საჭირბოროტო საკითხების განხილვა – შეჯერება. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად გამოვკვეთეთ მობილური ტელეფონების არამიზნობრივი გამოყენება. მოგეხსენებათ, არის შემთხვევები, როცა მოსწავლეებს გაკვეთილზეც უჩნდებათ მათი გამოყენების სურვილი. ამ პრობლემის მოსაგვარელად, მშობელთა ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით მოხდა მობილურებისათვის ინდივიდუალური ჯიბაკების მქონე ყუთების შეძენა”, – ამბობს ქალბატონი ეკატერინე.
სკოლის დირექტორი აღნიშნავს, რომ აქტივობით განსაკუთრებით კმყოფილი მშობლები არიან. ის ასევე განმარტავს, რომ ტელეფონი არის საგაკვეთილო რესურსი და მოსწავლეებს მათი მიზნობრივად გამოყენება არ ეკრძალებათ, ისინი უკეთ სწავლობენ მობილური ტელეფონის მოხმარებას.
აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შემდეგ, EDU.ARIS.GE-ს სკოლის პედაგოგებმაც დაუდასტურეს, რომ ინიციატივა წარმატებით განხორციელდა. მოსწავლეები გაკვეთილს გულისყურით უსმენენ და არ იღებენ შენიშვნას ტელეფონის გამოყენების გამო.
ასევე იხილეთ:
დირექტორის დამხმარე ინსტრუქცია მათთვის, ვინც სკოლაში გასაუბრებისთვის ემზადება
-
ის, რაც ყველა მოსწავლემ უნდა იცოდეს – როგორ ამოვიცნოთ ემოციები და ვისწავლოთ მათი მართვა by სკოლების ამბები
-
იპოვე მითითებული სიტყვა კროსვორდში და გამოიცანი პროფესია – აქტივობათა კრებული მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
„ლეგენდად ქცეული ქალები“ – სკოლა „პოლიგლოტში“ კონფერენცია გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი



