7 ნოემბერი, 2025 12:02
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ – გიმნაზია AIA GESS პროექტში წელსაც ჩაერთო
გიმნაზია AIA GESS წელსაც ჩაერთო პროექტში – „მოიწვიე ფინედუ კლასში“, რომლის მიზანსაც, თამაშისა და პრაქტიკული აქტივობების მეშვეობით, მოსწავლეებში ფინანსური წიგნიერების გაღრმავება წარმოადგენს.
გიმნაზიის მიერ 6 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა, ბატონმა აკაკი მოსახლიშვილმა მე-7 კლასელებს სახალისო ფინანსური თამაში წარუდგინა. როგორც ფინედუს დესპანმა, AIA GESS-ის მოსწავლემ, მათე მოსახლიშვილმა კი, High School-ის მოსწავლეებს ქართული ფულის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა ჩაუტარა.
„მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს მოსწავლეებში ფინანსური აზროვნების განვითარებას, პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას და პასუხისმგებლიანი ფინანსური ქცევის ჩამოყალიბებას“, – აღნიშნავენ გიმნაზია AIA GESS-ში.
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
გიმნაზია AIA-GESS-ში ღონისძიება – „ესპანური დღეები“ გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები SAGE-ის საერთაშორისო სამეწარმეო კონკურსის ფინალში მიიღებენ მონაწილეობას by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS