მოსწავლეების თეატრალური ინსცენირება გიმნაზიაში AIA-Gess
გიმნაზიაში AIA-Gess IV ა კლასის მოსწავლეებისა და მათი ხელმძღვანელის, სალომე ბზარაშვილის ინიციატივით სპექტაკლი დაიდგა. აქტივობა მოზარდებში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარი არჩევანითა და მოქმედებით განსაზღვრეს საქართველოს გზა, შემოგვინახეს სამშობლო, კულტურა და ეროვნული იდენტობა.
წარმოდგენა არ იყო მხოლოდ ისტორიული მოვლენების თეატრალური ინსცენირება, არამედ იყო პატრიოტული სულისკვეთებით გაჟღენთილი გზავნილი, რომელიც წარსულზე დაფიქრებისა და სამშობლოს სიყვარულის გააზრებისკენ მოუწოდებდა მაყურებელს.
სკოლა მსგავსი ინიციატივების დახმარებით, ყოველდღე ვქმნით საქართველოს თავისუფალ მომავალს, რადგან დამოუკიდებლობის გზაზე ვისწავლეთ, რომ თავისუფლება არა ერთხელ მიღწეული, უპირობო შედეგი, არამედ ყოველდღიური საზრუნავია.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS