22 თებერვალი, 2024 11:07
მოსწავლეების თვალით დანახული აფხაზური კულტურა და ტრადიციები
„ჩვენი მოსწავლეები განაგრძობენ აფხაზეთის კულტურის, ტრადიციების, სამეურნეო საქმიანობის და გეოგრაფიული მდებარეობის შესწავლას“, – ვკითხულობთ, თბილისის 145-ე საჯარო სკოლის მიერ „facebook“-ის გვერდზე 21 თებერვალს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სკოლა ამის საილუსტრაციოდ, საკუთარი მეექვსეკლასელი მოსწავლეების მიერ დამზადებულ არტეფაქტებს აზიარებს, რომელშიც ჩანს როგორი დაკვირვებით აქვთ შესწავლილი მოზარდებს აფხაზური კულტურა და ტრადიციები.
“ეს საოცარი არტეფაქტები, რომლებიც მოსწავლეებმა დიდი მონდომებით დაამზადეს. კეთებით სწავლა კი ყოველთვის ძალიან საინტერესო და შემეცნებითია”, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ by სკოლა პოლიგლოტი



